სოფიო გრიგორაშვილი წარმატების ისტორია

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა და ჩემი სურვილი იყო ამ პროფესიას დავუფლებოდი. როცა კოლეჯ „იბერიაში“ ჩავაბარე ფარმაცევტის პროფესიას ვფლობდი  და სამუშაო გამოცდილებაც მიღებული მქონდა.

2015 წელს ჩავაბარე სსიპ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობაზე. ჩემი სურვილი იყო ამ პროფესიის წყალობით ჩემი ოჯახისათვის (მყავს მეუღლე და ორი შვილი) გამეზარდა შემოსავალი. სწორედ ამ ოცნების ახდენაში და დიდი ცოდნის დაუფლებაში დამეხმარა კოლეჯი „იბერია“, რომელიც დავასრულე 2017 წელს. სწავლის პერიოდში საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, ჩამომიყალიბდა პროფესიული უნარ-ჩვევები, გავხდი კრეატიული, რაშიდაც დიდი წვლილი მიუძღვის კოლეჯის პროფესიონალ მასწავლებლებს. სწორედ ამ კოლეჯის წყალობით მივმართე თვითდასაქმებას საკუთარ ოჯახში. ვკერავ საკუთარი დიზაინით როგორც ქალის, ასევე ბავშვის ნაწარმს, ვაბარებ მაღაზიებში, ვიღებ დაკვეთებს, გაიზარდა ჩემი შემოსავალიც.

მომავალში ჩემი დიდი სურვილია გავაკეთო კარგი სახელოსნო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და იმედი მაქვს ჩემი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.