მიხეილ  ახალაძის წარმატების ისტორია

წარმატება თავისით არ მოდის, ამისათვის სწავლა და დაუღალავი შრომაა საჭირო. ჩემი წარმატების პირველი ეტაპი უკავშირდება კოლეჯ “იბერიას”.  შევუერთდი მათ ჯგუფს და გავიარე მეფუტკრეობის სრული კურსი, რომლის დამთავრებისას მე უკვე მყავდა საკუთარი 10 ოჯახი ფუტკარი ამის შემდგომ გავიარე ერთ წლიანი პრაქტიკა და შემდეგ უკვე სრულფასოვნად და დამოუკიდებლად შევძელი მეწარმოებინა ჩემი მეურნეობა. დღესდღეისობით ჩემი მეორნეობა 200-ზე მეტ ფუტკრის ოჯახს ითვლის და სამომავლოდ კიდევ ვაპირებ გაფართოებას, ამისათვის დიდი მადლობა კოლეჯ იბერიას და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით დამიდგა, რომ მომცა იმის განათლება და მოტივაცია რომ მე დღეს წარმატებული მეფუტკრე გამოვედი