კოლეჯის ხარისხის სამსახური რეგულარულად ატარებს სამუშაო შეხვედრებს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.

13 აპრილს შეხვედრა გაიმართა კოლეჯის ბაღდათის ფილიალში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  მონაწილეებმა ისაუბრეს 2021 წელს  ბაღდათის ფილიალში ,,სამკერვალო წარმოებისა“ და ,,თმის მომსახურების“ პროგრამების დამატებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების, სასწავლო და კალენდარული გეგმების შედგენის, სასწავლო რესურსების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, შეფასების ინსტრუმენტების შემუშავების საკითხებზე.