საერთო საცხოვრებლის ფოტოები
კოლეჯ იბერიას საერთო საცხოვრებელი მდებარეობს ქუთაისში, ნიკეას #15-ში.
პირველ რიგში, მსურველი წერს განცხადებას რომ უნდა საერთო საცხოვრებლით ისარგებლოს. შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება მხარეებს შორის. პრიორიტეტი ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის, სოციალურად დაუცველ პირებს, ასევე პირველად ვინც ეუფლება პროფესიულ განათლებას და რაიონში მცხოვრებ ადამიანებს.
კოლეჯის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს დაახლოებით 55 ადამიანს. საცხოვრებელი არის კეთილმოწყობილი 2, 3 და 4 ადგილიანი ოთახებით.
პროფესიული სტუდენტი/მსმენელი ვალდებულია:
- გაუფრთხილდეს საერთო საცხოვრებლის ინვენტარს, ხოლო ზარალის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს იგი;
- დაიცვას სისუფთავე და წესრიგი;
- მონაწილეობა მიიღოს საერთო საცხოვრებლის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დასუფთავებაში, როდესაც ღონისძიებას ექნება აქციის სახე;
- საერთო საცხოვრებლიდან გასვლის წინ მოწესრიგებული დატოვოს მისთვის განკუთვნილი ოთახი, დაკეტოს ონკანი, გამორთოს ელექტროენერგია;
- საერთო საცხოვრებელში მცხოვრები პროფესიული სტუდენტი/მსმენელი ვალდებულია პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს;
- დაიცვას საერთო საცხოვრებლის შინაგანაწესი.
საერთო საცხოვრებელში აკრძალულია:
- აზარტული თამაშები, ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალებების მიღება ან/და შემოტანა, ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა, უცხო პირების შემოყვანა;
- თამბაქოს მოწევა კამპუსში სპეციალურად განსაზღვრული ადგილის გარდა, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ საერთოდ აკრძალულია მოწევა;
- პოლიტიკური ან/და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება;
- წარწერის გაკეთება ან დახატვა შენობაში და შენობის კედლებზე, ეთიკურად შეუფერებელი სურათების /ფოტოების და ა.შ განთავსება;
- ზაფხულში 11 საათის ხოლო ზამთრის პერიოდში 10 საათის შემდეგ საერთო საცხოვრებლიდან გასვლა, საერთო საცხოვრებელში შემოსვლა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, რასაც წერილობითი განცხადებით აცნობებს საერთო საცხოვრებლის ადმინისტრატორს, მორიგე თანამშრომელს;
- ისეთი ქმედება რაც იწვევს სხვათა მყუდროების დარღვევას(ხმაური, სხვის საძინებელ ოთახებში გადაადგილება, უმიზეზო მოძრაობა საერთო საცხოვრებლის დერეფანში 12 საათის შემდეგ);
- ოთახის გასაღების შეცვლა ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად;
- მაღალ ხმაზე ტელევიზორის, სიმღერების მოსმენა რითაც შეაწუხებს ირგვლივ მყოფთ;
- ოთახში წვეულების მოწყობა.
საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების შეწყვეტა:
- სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების დროს
- არდადეგების პერიოდში;
- პროფესიული სტუდენტის/მსმენელისთვის დისციპლინური სასჯელის ზედიზედ ორჯერ დაწესების შემთხვევაში, თუ მათ შორის ინტერვალი 6 თვეს არ აღემატება