“სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო”-ს დევნილთა და ეკომიგრანტთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველო ახორცილებს „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამას“.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც ფლობს თვითდასაქმებად პროფესიას (ჩამონათვალი იხ. დანართი N1) აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტის სახით მიიღოს სახელობო იარაღ(ებ)ი.
2022 წელს პროგრამაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ:
- გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში. კერძოდ, პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა დევნილსა და ეკომიგრანტს, რომელიც ფლობს თვითდასაქმებად პროფესიას და შეუძლია კვალიფიკაციის დამადასტურებლად წარმოადგინოს სერტიფიკატი/დიპლომი/ცნობა სასწავლებლიდან ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გაიზარდა ნივთების რაოდენობა და განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ 4 (ოთხი) ნივთი 2000 ლარის ფარგლებში. 1 ნივთის ღირებულება არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები.
დაფინანსებას არ ექვემდებარება:
მეორადი ტექნიკა, საბრუნავი კაპიტალი, სახარჯი მასალა და სხვა ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ძირითად საშუალებას ან განმცხადებლის პროფესიულ ხელსაწყოს.
დაინტერესებულმა პირებმა პროგრამაში მონაწილოების მისაღებად უნდა შეავსონ საგრანტო განაცხადი (დანართი იხ. N2) და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მატერიალური სახით წარადგინონ შემდეგ მისამართებზე:
- ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
- ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
- ქ. რუსთავი, კოსტავას N20 (მე-4 სართული, რუსთავის მერიის შენობა);
- ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27
- ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106
განაცხადის მიღება შესაძლებელია ელექტრონულადაც. ამისათვის საჭიროა, განმცხადებელმა ამობეჭდილი და კალმით ხელმოწერილი განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია დასკანერებული ფორმით გამოგზავნოს სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@idp.gov.ge;
საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განმცხადებლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- პროგრამით განსაზღვრული თვითდასაქმებადი პროფესიის კვალიფიკაციის/მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერტიფიკატი, ცნობა სასწავლებლიდან, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (თუ მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ფიზიკური პირის მიერ, მისი ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით));
- საგრანტო განაცხადების მიღების ვადაში გაცემული 1 ინვოისი ყველა სახელობო იარაღზე, რომლის შეძენაც მოთხოვნილია წარმოდგენილი საგრანტო განაცხადით. ინვოისი უნდა მოიცავდეს სახელობო იარაღის მახასიათებელს, მოდელსა და ღირებულებას;
- ვეტერანის მოწმობა (თუ განმცხადებელი არის ვეტერანი);
- არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობა (თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი.
საგრანტო განაცხადების მიღება იწყება 2022 წლის 26 სექტემბერს და გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.idp.gov.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 032 2 14 02 41/43.
555 67 92 20
განაცხადის ფორმა: იხ.დანართი #1