2020 წლის 28 დეკემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კოლეჯი ,,იბერიის“ ინოვაციური პროექტის – რობოტიკის სკოლის წარდგენა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და აზიის ბანკის წარმომადგენლები საქართველოში.
რობოტიკის სკოლის ტრენერმა და პროექტში ჩართულმა პირებმა მონაწილეებს წარმოუდგინეს ინფორმაცია რობოტიკის სკოლის მნიშვნელობის, მისი მიზანებისა და შესრულებული სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგბის შესახებ. ასევე, მათ ისაუბრეს პროექტით გათვალსწინებული სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, რობოტიკის სკოლა სწავლების შემდეგ ეტაპზე გეგმავს შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანა-რობოტები, რომელიც დაკავშირებული იქნება კოლეჯში არსებულ სხვა სასწავლო პროგრამებთან, მაგალითად, რობოტი მზარეული და ა.შ, რაც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა პროექტის მხარდასაჭერად და შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის შესახებ.