,,მეხილეობა-მეჩაიეობის“ დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმის შესაბამისად მეჩაიეობის მოდულების პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციაში შპს ,,ანდიტრში“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში ჩაის წარმოების დარგში.
სტუდენტებს პარტნიორი კომპანიის ინსტრუქტორებმა გრიგოლ და ელგუჯა ბიწაძეებმა გააცნეს ჩაის ყლორტების საკრეფად შემოსვლისა და მისი რეგულირების ღონისძიებების გატარების, ჩაის ფოთლის კრეფის, მოკრეფილი ფოთლის დროებით შესანახ სათავსოში მოთავსების, ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შერჩევისა და ტრანსპორტირების წესები.
ჩაის მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით ინსტრუქტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო უსაფრთხოებისა და შესრულებული აქტივობების საფუძველზე ნარჩენების მოვლის წესების დაცვას.