ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დაიწყო პროექტი ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობით ქვეყნის სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯში ახალგაზრდული ცხოვრების გააქტიურებას. ამ კამპანიის ფარგლებში სსიპ კოლეჯში „იბერია“ იწყება 6 თვიანი პროექტი – „ახალგაზრდული კლუბი“, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ 16-29 წლის ახალგაზრდებს.
თუ გსურს:
- აღმოაჩინო შენი ინტერესები და შესაძლებლობები
- სასიამოვნო გარემოში, მსგავსი ინტერესების მქონე ახალგაზრდებთან ერთად აკეთო შენთვის საინტერესო საქმე
- დაგეგმო, განახორციელო კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები
- სასიამოვნოდ გაატარო თავისუფალი დრო
შეავსე აპლიკაცია და გახდი „ახალგაზრდული კლუბის“ მონაწილე
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 3 ნოემბერი
მიჰყევით ლინკს: https://bit.ly/37I1t8F