სსიპ კოლეჯი “იბერია” აცხადებს ვაკანსიას:
ვაკანსიის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
სპეციალობა: ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,სასტუმრო მომსახურება“
- მოდული: კომუნიკაცია ქართულ ენაზე
პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
- ბაკალავრი სპეციალობით ქართული ფილოლოგია, მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი);
სასურველია:
- მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით ქართული ფილოლოგია (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
- ფილოლოგიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
- მოდული: მათემატიკური წიგნიერება
პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
- ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა, მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი);
სასურველია
- მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით მათემატიკა (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
- მოდული: მოქალაქეობა
პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიის, ან სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით, თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული);
- ბაკალავრის დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა); სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით;
სასურველია
- მაგისტრანტი ან მაგისტრის დიპლომით ისტორია, არქეოლოგია და თეოლოგია (პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით);
- საქართველოს ისტორიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
- მოდული: მეწარმეობა
პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები / ბიზნეს ადმინისტრირება / სოციალური მეცნიერებები მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა);
სასურველია
- მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები / ბიზნეს ადმინისტრირება / სოციალური მეცნიერებები (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით );
- ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
- მოდული: მეცნიერება და ტექნოლოგიები
პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგიის და/ან გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
- ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია / ფიზიკური გეოგრაფია მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა);
სასურველია
- მაგისტრანტი, ან მაგისტრი სპეციალობით ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია / ფიზიკური გეოგრაფია (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
- ფიზიკის / ქიმიის / ბიოლოგიის / გეოგრაფიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით); ექიმი / მედიცინის დოქტორი ( პედაგოგიკასა და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკაში გადამზადების პირობით).
სამუშაო გამოცდილება: პედაგოგიურ სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 27.02.2021წ.
სახელფასო სარგო: 1 ჩატარებული საათის ღირებულება 15 (თხუთმეტი) ლარი.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’;
- სსიპ კოლეჯის „იბერია“ წესდება;
- პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- Microsoft Office Word – კარგი
- Microsoft Office PowerPoint – კარგი
- Microsoft Office Excel – კარგი
დამატებითი მოთხოვნები:
- კარგი გადმოცემის უნარი;
- დოკუმენტებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს სსიპ კოლეჯის ,,იბერია’’ ელ. ფოსტაზე – info@iberia.edu.ge
შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (CV);
- განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტი და სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს.
ვაკანსიის ლინკი: https://cutt.ly/tlzFWZ3
კონკურსს ჩაატარებს კოლეჯ ,,იბერიას’’ საკონკურსო კომისია.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
საკონტაქტო პირი: ნონა კაჭარავა
ტელ.: 597 599 999
მის: ქუთაისი,
ელ-ფოსტა: info@iberia.edu.ge