რა არის არაფორმალური განათლება?

არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ტრენინგები, სემინარები, ოჯახი, მეზობლები, სამსახური და ა.შ.) უყალიბდება   უნარ-ჩვევები და ცოდნა. არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება, მიიღოს სრული კვალიფიკაცია (შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.

რას გულისხმობა არაფორმალური განათლების აღიარება?

არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:

➢ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის;

➢ პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;

➢ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;

➢ კვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;

➢ დასაქმების ხელშეწყობისთვის;

➢ კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;

➢ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.

არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ან/და მოდულში ან/და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგ/ებ/ის შეფასების და დადასტურების გზით.

არაფორმალური განათლების აღიარება ხდება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს კოლეჯს და მოქმედებს მათი განხორციელების უფლების ვადით.

რა ეტაპებს მოიცავს არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი?

არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. მაძიებლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებით მიმართვა;
  2. მაძიებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  3. მაძიებლის შეფასება;
  4. მაძიებლის განცხადების საპასუხო გადაწყვეტილების მიღება.

ვინ არიან არაფორმალური განათლების აღიარების პროცესში მონაწილე ძირითადი პირები?

სსიპ კოლეჯში „იბერია“ არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის ძირითადი მონაწილეებია:

  • დაინტერესებული პირი/მაძიებელი;
  • არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი;
  • აღიარების კომისიის წევრები;
  • საგამოცდო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
  • სააპელაციო კომისიის წევრები (არსებობის შემთხვევაში);
  • კოლეჯის სხვა თანამშრომლები ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად.

ვინ არის მაძიებელი?

,,.მაძიებელი“ არის პირი, რომელიც დაინტერესებულია არაფორმალური განათლების აღიარებით.

სსიპ კოლეჯში „იბერია“ არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ  დაინტერესებული პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით/მოდულით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობებს.

არაფორმალური განათლების აღიარებით შეიძლება დაინტერესდნენ:

➢ პირები, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის გარკვეული პერიოდით მიტოვების შემდეგ კვლავ უბრუნდებიან განათლებას;

➢ უმუშევარი პირები, რომელთაც სჭირდებათ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დემონსტრირება/დადასტურება დამსაქმებლებთან;

➢ პირები, რომელთაც არ გააჩნიათ ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

➢ პირები, რომლებმაც მიიღეს არაფორმალური განათლება სამუშაო ადგილზე და სხვა.

ვინ არის კონსულტანტი?

არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი სამუშაოს ასრულებს სსიპ კოლეჯისგან „იბერია“ დამოუკიდებლად, პირადი პასუხისმგებლობით.

პირი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მაძიებელს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია საჭირო მტკიცებულებების შეგროვების/შექმნის შესახებ მოვიხსენიებთ როგორც „კონსულტანტს“. კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი (მენეჯერი, ხელმძღვანელი, მენტორი, გამოცდილი კოლეგა, მასწავლებელი ან ინსტრუქტორი). კონსულტანტი უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი. კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:

➢ არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;

➢ არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

➢ არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.

რა დოკუმენტი გაიცემა აღიარების საფუძველზე?

არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:

➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;

➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერ დადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ;

მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს და დიპლომის დანართს;

მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში, დაწესებულება არ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას?

სსიპ კოლეჯში „იბერია“ არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის ვადები შეზღუდული არ არის; პროცესი შესაძლებელია წარიმართოს საჭიროების დადგომისთანავე, აღიარების მსურველი პირის მიერ მომსახურებით სარგებლობით მომართვის შემთხვევაში. კოლეჯი იტოვებს უფლებას პარალელური წარმოებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულიროს მაძიებლის მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადები, არაუმეტეს სამი თვის დაყოვნებით.

სსიპ კოლეჯში „იბერია“ არაფორმალური განათლების აღიარების კონკრეტული პროცესის დაწყებისა და დასრულების საერთო ვადა არ აღემატება 3 თვეს.

არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი

არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურების ხარჯში შეიძლება შედიოდეს:

  • განაცხადის განხილვა;
  • კონსულტანტის მომსახურება;
  • აღიარების კომისიის მომსახურება;
  • პროცესის ადმინისტრირება;
  • საგამოცდო კომისიის წევრების მომსახურება;
  • მატერიალური რესურსის ცვეთა და მასალა-ნედლეული (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკვირვება/გამოცდა ტარდება მაძიებლის სამუშაო ადგილზე);
  • საკანცელაიო ხარჯები;
  • დიპლომის, სერტიფიკატის დამზადების ხარჯები.

არაფორმალური განათლების აღიარებისთვის მაძიებელი ვალდებულია კოლეჯს წარუდგინოს ორი სახის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:

ა) განაცხადის განხილვის საფასური;

ბ) სწავლის შეწდეგების აღიარების საფასური.

  • განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
  • კონსულტანტის მომსახურება; აღიარების კომისიის მომსახურება; პროცესის ადმინისტრირება – არანაკლებ 500 ლარი;

(ხარჯი დაიანგარიშება და მაძიებლის წერილობით ინფორმირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; საფასურის გადახდა, კოლეჯის მიერ მომზადებული ინვოისის საფუძველზე, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ინფორმირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში).

  • საგამოცდო კომისიის წევრების მომსახურების, მატერიალური რესურსის ცვეთის და მასალა-ნედლეულისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკვირვება/გამოცდა ტარდება მაძიებლის სამუშაო ადგილზე) გათვალისწინებული ხარჯი განისაზღვრება თითოეული მაძიებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად, გამოცდის სპეციფიკის, მატერიალური რესურსის ცვეთის/მასალა-ნედლეულის ხარჯის გათვალისწინებით.
  • მაძიებლის მიერ მის სამუშაო ადგილზე დაკვირვების/გამოცდის ორგანიზების შემთხვევაში, საფასური დაანგარიშდება შესაბამის მატერიალური რესურსის ცვეთის/მასალა-ნედლეულის ხარჯის გამოკლებით.
  • საკანცელაიო ხარჯები, დიპლომის, სერტიფიკატის დამზადების ხარჯები განისაზღვრება მიმდინარე წელს სსიპ კოლეჯის ,,იბერია“ მიერ შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით;
  • მომსახურების დაჩქარებული სახით სარგებლობის შემთხვევაში, მომსახურების საერთო საფასური ანგარიშდება ორმაგი ოდენობით;
  • მაძიებლის მიერ გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
  • არაფორმალური განათლების აღიარების თანხა შესაძლებელია ანაზღაურებულ იქნას სხვა ორგანიზაციის ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით, კოლეჯის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე, სსიპ კოლეჯის ,,იბერია“ ანგარიშზე თანხის შეტანის გზით.
  • მაძიებლისათვის არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის საფასურის მესამე პირის მიერ დაფარვის შემთხვევაში, საგადახდო ფურცელში მიეთითება მაძიებლის სახელი და გვარი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დარეჯან ლოსაბერიძე: ელფოსტა:  darejan.losaberidze55@gmail.com, ტელ: 577 788 304

ლელა ჩხაბერიძე: ელფოსტა: chkhaberidzelela5@gmail.com ტელ: 599 40 85 50