კოლეჯის ისტორია

სსიპ – კოლეჯი ,,იბერია“ ჩამოყალიბდა 2006 წელს ქუთაისის კერვისა და მოდელირების ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე, განხორციელდა ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ბაზის სრული რეაბილიტაცია, დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და მოწყობილობებით. კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს ბიზნესისა და ადმინისტრირების, წარმოება-გადამუშავების, არქირექტურა-მშენებლობის, მომსახურება-სერვისის მიმართულებებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით: კულინარიის ხელოვნება, ბუღალტრული აღრიცხვა, კონსულტანტ-გამყიდველი, სარესტორნო მომსახურება, ინფორმაციის  ტექნოლოგია, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ელექტროობა, ფილამწყობი სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, თმის სტილისტი, მეხილეობა-მეჩაიეობა.

2007 წლიდან კოლეჯს დაექვემდებარა ბაღდათის პროფესიული სასწავლებელი, როგორც ფილიალი, სადაც პროფესიულ სტუდენტთა სწავლება ხორციელდება  ბუღალტრული აღრიხცვის, ელექტროობისა  და თმის სტილისტის პროგრამებზე.