სსიპ კოლეჯ “იბერიაში” ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიების მიზანი კოლეჯის მისაღებ პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
საშემოდგომო მიღება კოლეჯ “იბერიაში” ხორციელდება შემდეგ პროგრამებზე: ციფრული ხელოვნება, ელექტროობა, ბუღალტერია, სარესტორნო მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, მეხილეობა.
საზოგადოებას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების, კოლეჯის საერთო საცხოვრებლისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. მათ ასევე საჩუქრად კოლეჯის ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.
ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თვმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილი გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ