მიმდინარე წლის 5-7 აგვისტოს  კოლეჯი „იბერიას“, ასოციაცია „ანიკასა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად, გაიმართა ინდივიდუალური  საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები პროფესიული განათლებით დაინტერესებული  პირებისათვის.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ პირებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია და გადაეცათ კოლეჯის ბრენდირებული ნივთები.