სსიპ კოლეჯში „იბერია“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!
სსიპ კოლეჯი „იბერია“ 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა – 11 თვე
 ინფორმაციის ტექნოლოგია – სწავლის ხანგრძლივობა – 12 თვე
 კომპიუტერული ქსელი და სისტემები – სწავლის ხანგრძლივობა – 19 თვე
 სარესტორნო მომსახურება – სწავლის ხანგრძლივობა – 17 თვე
 ბუღალტრული აღრიცხვა – სწავლის ხანგრძლივობა – 20 თვე

ბაღდათის ფილიალი:
 ელექტროობა – სწავლის ხანგრძლივობა – 11 თვე
 ბუღალტრული აღრიცხვა – სწავლის ხანგრძლივობა – 20 თვე

📆პრეტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს!
📆პროფესიული ტესტირება – 1 სექტემბერს!
 ელექტროობისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება, ხოლო კომპიუტერული ქსელის და სისტემების, სარესტორნო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებზე – სრული ზოგადი განათლება.

ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;
გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration