მიმდინარე წლის 5-7 აგვისტოს კოლეჯი „იბერიას“, ასოციაცია „ანიკასა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად, გაიმართა ინდივიდუალური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ პირებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია და გადაეცათ კოლეჯის ბრენდირებული ნივთები.