კოლეჯში “იბერია” დაიწყო საგრანტო პროექტის განხორციელება სახელწოდებით „კიბერმდგრადობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის ტექნოლოგიების სერვისების განვითარება კოლეჯებში ახალი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად/Development of cyber resilience and information technology services of colleges in compliance with new authorization standards“. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება“ ფარგლებში.
პროექტის პარტნიორი კოლეჯებია:
სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი”;
სსიპ კოლეჯი ” ახალი ტალღა”;
სსიპ კოლეჯი “აისი”;
ოზურგეთის პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტი;
კონსტრუქტ2 • Construct2.
პროექტი ფოკუსირდება შემდეგ ამოცანებზე:
• ჩამოაყალიბოს კოლეჯის შინაგანაწესი, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკულ ინფორმაციულ უსაფრთხოებას;
• კრიტიკული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
• ადამიანური რესურსებისა და ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოების შესახებ;
• პროფესიული სტუდენტებისათვის სტუდენტური აპლიკაციის შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მათთვის დისტანციური სერვისების შეთავაზებას;
• პროექტის დასკვნით ეტაპზე შეიქმნება კონცეპტუალური დოკუმენტი (რომელიც შესაძლებელია კოლეჯებისათვის აღნიშნული მიზნების მიღწევის პროცესში გამოყენებულ იქნას გზამკვლევად) ის გაუზიარდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
პროექტის განხორციელების ეტაპებზე ჩართული იქნება ამ იდეით დაინტერესებული სხვადსხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, უნივერსიტეტი და ორგანიზაცია, რომლებიც ახორცილებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ და შესაძლებლობის ფარგლებში შევეცდებით ვუზრუნველვყოთ თქვენი პროექტში ჩართულობა.