ქუთაისი

სარესტორნო მომსახურება

პროგრამის სახელწოდება: სარესტორნო მომსახურება

პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ ხაჭაპურიძე

სარეგისტრაციო ნომერი: 10117-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სარესტორნო მომსახურებაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადოს სარესტორნო მომსახურების სპეციალისტები.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • განახორციელოს სერვისი და სერვირება რესტორანსა და კაფეში;
  • განახორციელოს შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი;
  • შეადგინოს კვების ობიექტის ბიზნესგეგმა;
  • შეადგინოს კვების ობიექტის ფინანსური გეგმა;
  • განახორციელოს კვების ობიექტის ფუნქციონირების კონტროლი;
  • განახორციელოს სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  • განახორციელოს დღესასწაულების, პრეზენტაციების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება;
  • უზრუნველყოს კვების ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა-დანერგვა
  • მართოს პრობლემური სიტუაციები.

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
  2. ტესტი უცხო ენაში (არჩევითი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 80 კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 110 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 17 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 23  სასწავლო თვე

სარესტორნო მომსახურების  საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროსა და რესტორანში როგორც დაბალი რგოლის თანამშრომლად, ისე საშუალო რგოლი პოზიციაზე, კერძოდ რესტორნებში, კაფეებსა და საკვებით მობილური მომსახურების ობიექტებში შემდეგ პოზიციებზე: მიმტანები, სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration