სსიპ კოლეჯი „იბერია“ პანდემიის პირობებშიც აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას. მან პირველივე დღეებიდანვე ფეხი აუწყო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაზე საჭირო ნივთის, პირბადის დამზადება დაიწყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ნაწილდება. საქმიანობაში ხალისით ჩაერთვნენ კოლეჯის კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მასწავლებლები.