ფიქრია მაღლაფერიძის წარმატების ისტორია
კოლეჯ „იბერია’-ს კურსდამთავრებული ფიქრია მაღლაფერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კოლეჯის დახმარებით კულინარიის სფეროში დიდ წარმატტებას მიაღწია და დღემდე მუშაობს მზარეულად ფინეთში, ქართულ რესტორან „რიონ“-ში.
ფიქრია დაიბადა 1992 წელს. ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ოჯახური პირობების გამო მას მოუწია დაეწყო მუშაობა და არჩევანი კვების მიმართულებაზე შეაჩერა. იგი იყო მზარეულის დამხმარე კაფე „ფლამინგო“-ში, შემდეგ მცხობელი საცხობ „ნეტა“-ში და პროფესიონალად ჩამოყალიბების მიზნით მან ჩააბარა კოლეჯ იბერიაში. ფიქრიამ წარმატებით დაასრულა კულინარიის ხელოვნების სწავლების მეორე და მესამე საფეხურები. სწორედ კოლეჯიდან იწყება მისი პროფესიული განვითარება. ფიქრია გახდა კაფე აქსაის შეფ-მზარეული. შემდეგ იყო რამდენიმე რესტორანი და კაფე. კოლეჯის რეკომენდაციით კი დიქრია წავიდა ფინეთში, სადაც დღემდე მუშაობს ქართულ რესტორან „რიონ“-ში მზარეულად.
სოფიო გრიგორაშვილი წარმატების ისტორია
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა და ჩემი სურვილი იყო ამ პროფესიას დავუფლებოდი. როცა კოლეჯ „იბერიაში“ ჩავაბარე ფარმაცევტის პროფესიას ვფლობდი და სამუშაო გამოცდილებაც მიღებული მქონდა.
2015 წელს ჩავაბარე სსიპ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობაზე. ჩემი სურვილი იყო ამ პროფესიის წყალობით ჩემი ოჯახისათვის (მყავს მეუღლე და ორი შვილი) გამეზარდა შემოსავალი. სწორედ ამ ოცნების ახდენაში და დიდი ცოდნის დაუფლებაში დამეხმარა კოლეჯი „იბერია“, რომელიც დავასრულე 2017 წელს. სწავლის პერიოდში საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, ჩამომიყალიბდა პროფესიული უნარ-ჩვევები, გავხდი კრეატიული, რაშიდაც დიდი წვლილი მიუძღვის კოლეჯის პროფესიონალ მასწავლებლებს. სწორედ ამ კოლეჯის წყალობით მივმართე თვითდასაქმებას საკუთარ ოჯახში. ვკერავ საკუთარი დიზაინით როგორც ქალის, ასევე ბავშვის ნაწარმს, ვაბარებ მაღაზიებში, ვიღებ დაკვეთებს, გაიზარდა ჩემი შემოსავალიც.
მომავალში ჩემი დიდი სურვილია გავაკეთო კარგი სახელოსნო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და იმედი მაქვს ჩემი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.
გიორგი ნოსელიძის წარმატების ისტორია
მე, გიორგი ნოსელიძემ ქ.ქუთაისის № 40 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში- სამშენებლო ფაკულტეტზე. ცხოვრებისეულმა დაკვირვებამ და სხვა პროფესიულ განათლება მიღებულ სტუდენტთა წარჩინებამ გადამაწყვეტინა მიმეღო პროფესიული განათლება ,რის გამოც ჩავაბარე სსიპ კოლეჯში „იბერია” ,,ფილამწყობის“ სპეციალობის მოდულურ პროგრამაზე. დღესდღეობით ვმუშაობ კოლეჯში „სპექტრი“ მასწავლებლად.
კოლეჯში „იბერია“ მიღებული განათლება და პროფესიული დიპლომი მიწყობს ხელს პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში.