სარესტორნო მომსახურება

პროგრამის სახელწოდება: სარესტორნო მომსახურება

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას  ქ. N15

პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ ხაჭაპურიძე

სარეგისტრაციო ნომერი – 10117-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სარესტორნო მომსახურებაში / Secondary Vocational Qualification in Restaurant Service

 

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროსა და რესტორნის ყველა განყოფილებაში მუშაობას კვების ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. განახორციელოს სერვისი და სერვირება რესტორანსა და კაფეში;
  2. განახორციელოს შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი;
  3. შეადგინოს კვების ობიექტის ბიზნესგეგმა;
  4. შეადგინოს კვების ობიექტის ფინანსური გეგმა;
  5. განახორციელოს ობიექტის ფუნქციონირების კონტროლი;
  6. განახორციელოს სამუშაო პროცესის ორგანიზება;
  7. განახორციელოს დღესასწაულების, პრეზენტაციების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება;
  8. უზრუნველყოს კვების ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა-დანერგვა;
  9. მართოს პრობლემური სიტუაციები.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

მოტივაციური გასაუბრება

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 80 კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 110 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 17 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 23  სასწავლო თვე

სარესტორნო მომსახურების პროგრამის გავლის შედეგად  კურსდამთავრებულს  შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროსა და რესტორანში, როგორც დაბალი რგოლის თანამშრომლად,  ისე საშუალო რგოლის პოზიციაზე, კერძოდ: რესტორნებში, კაფეებსა  და საკვებით მობილური მომსახურების ობიექტებში შემდეგ პოზიციებზე: მიმტანები (5131 –ISCO),   სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი (5246 –ISCO).

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.