საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო
ორგანიზაციები.
♦ UNDP – გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში 9 პროგრამის მიხედვით პროფესიული
გადამზადება გაიარა 155-მა სტუდენტმა;
♦ USAID – 6 პროფესიაში გადაამზადა 1080 კაცი;
♦ნორვეგიის დევნილთა საბჭო – NRC წარმატებით თანამშრომლობდა კოლეჯთან 2008-2009 წლებში. აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამის მიხედვითპროფესიული მომზადება გაიარა აფხაზეთიდან დევნილმა 17-დან 25-წლამდე ასაკის 252-მა ბენეფიციარმა.
♦ 2013 წელს ,,განათლება დემოკრატიისათვის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა დევნილი ბენეფიციარების მომზადების 3-თვიანი პროგრამა სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, მზარეულის, სტილისტის და შემდუღებლის სპეციალობებზე;
♦ USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის – EPI-ის პროექტის მიხედვით 2012 წლის აპრილ-სექტემბერში განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგი სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის, საკერავი მანქანის ოპერატორისა და საკერავი მანქანის მექანიკოსის სპეციალობებზე. ამასთან ერთად, პროექტის შესაბამისად, აღნიშნული სპეციალობების სასწავლო სახელოსნოები და ლაბორატორიები აღიჭურვა უახლესი დანადგარებით, მანქანებითა და სასწავლო მასალებით;
♦ 2014 წელს USAID-ის პროექტის ,,ახალი ეკონომიკური ინიციატივის“ (NEO-ს) გრანტის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. პროექტის მიზანი იყო სენაკსა და წყალტუბოში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი და სოციალურად დაუცველი პირების სწავლება და დასაქმება. პროექტის შესაბამისად აღნიშნული ბენეფიციარისათვის შეიქმნა პროფესიული გადამზადების ჯგუფები სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, მეფილე-სანტექნიკოსის, სტილისტის, მზარეულ-კონდიტერის პროფილით. თითოეული სპეციალობისათვის შემუშავებული იქნა კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამა NEO-ს ბენეფიციერების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იყვნენ სატრანსპორტო მომსახურებითა და ერთჯერადი კვებით, რის შედეგადაც კოლეჯმა შეიძინა დიდი გამოცდილება პროექტში ჩართული პროფესიული სტუდენტებისათვის სრული მომსახურების პაკეტის შეთავაზებისა და განხორციელების თვალსაზრისით.
♦ 2015 წელს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,უნარები დასაქმებისათვის“ ფარგლებში მზარეულისა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სამთვიანი პროგრამები წარმატებით დაასრულა 41-მა ბენეფიციარმა.
♦ესტონური ორგანიზაციის INNOVE-ს პროექტის – ,,მხარი დავუჭიროთ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“– მიხედვით 2011, 2012, 2015, 2017 წლებში კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთში. 2017 წლის აპრილში ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში სტაჟირება გაიარა სასტუმრო საქმისმწარმოებლისა და რესტორნის სერვის-მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ორმა მასწავლებელმა. 2018 წლის ოქტომბერში, ორმხრივ ხელშეკრულების შესაბამისად, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯის სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკური სკოლის მზარეულის პროგრამის მასწავლებელი და სტუდენტი.
♦ ქუთაისის მერიის დახმარებით დამეგობრებულ ქალაქ პოზნანის 5 პროფესიულ სასწავლებელში 2012 წელს განხორციელდა კოლეჯ ,,იბერიას’’ ავტომობილის ზეინკლის, სასტუმრო საქმისმწარმოებლის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, კომპიუტერული გრაფიკოსისა და ინფორმაციული ტექნოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების თითო მასწავლებლისა და 5-5 სტუდენტის სტაჟირება, რომლის ხარჯები მთლიანად პოლონურმა მხარემ დააფინანსა. მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგი, მონაწილეობა მიიღეს კონკურსებში, გადაეცათ სერთიფიკატები. წარმატებული ქართველი სტუდენტები და მასწავლებლები მასპინძელმა მხარემ გერმანიის ქალაქ ბერლინში ექსკურსიით დააჯილდოვა. პროგრამის მონაწილეება შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება მეცადინეობების დაგეგმვის, წარმართვის, სტუდენტებთან დამოკიდებულებისა და შეფასების, თვითშეფასებისა და მიღწევის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 2013 წლის ოქტომბერში პოზნანის პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთა და სტუდენტთა დელეგაცია 18 კაცის შემადგენლობით საპასუხო სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კოლეჯ ,,იბერიაში’’. სტუმრები გაეცნენ სამუშაო პროცესს, სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და სხვადასხვა სახის აქტივობებში. 2015 წლის სექტემბერში აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 15 მასწავლებლის სტაჟირება პოზნანის 5 პროფესიულ ტექნიკურ სკოლაში. 2016 წლის ოქტომბერში კოლეჯში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ
პოზნანის პროფესიული კოლეჯების დელეგაცია. მოეწყო თეორიული კონფერენცია ბაღდათის რეაბილიტირებულ ფილიალში პოლონელი სტუმრების მონაწილეობით. ამავე წელს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობის 2 სტუდენტი მონაწილეობდა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.2017 წლის სექტემბერში განხორციელდა კოლეჯის 10 სტუდენტისა და 7 მასწავლებლის სტაჟირება პოლონეთში. 2018 წლის ოქტომბერში ქართული, პოლონური და ესტონური მხარეების მონაწილეობით კოლეჯის რეაბილიტირებულ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პოლონეთისა და საქართველოს რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნულ პროექტებში ჩართულობა კოლეჯს აძლევს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ადამიანური რესურსების განვითარების, თვითშეფასებისა და სწავლების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობებს.
♦ “სსიპ კოლეჯის „იბერია“ ბაზაზე გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ კოლეჯის „იბერია“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო „კიბერმდგრადობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის ტექნოლოგიების სერვისების განვითარება კოლეჯებში ახალი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად
Development of cyber resilience and information technology services of colleges in compliance with new authorization standards“ პროექტის განხორციელება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდა კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი ავტორიზაციის სტანდარტის დაკმაყოფილების პროცესში.
გვაქვს პატივი გაგიზიაროთ აღნიშნული დოკუმენტი.”