ელექტროობა

პროგრამის სახელწოდება: ელექტროობა

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის  ქ. N61

პროგრამის ხელმძღვანელი: ზაზა პაპიძე

სარეგისტრაციო ნომერი – 07102-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო  პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში / Basic Vocational Qualification in  Electricity

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია პირს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლოს ელექტრიკოსის სპეციალობისათვის  საჭირო ცოდნას, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები და კომპეტენციები, შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; იყოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი.

 

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება
  2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები
  3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
  4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია  საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით
  5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები
  6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის  კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით
  7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

მოტივაციური გასაუბრება

 

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 52  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 67 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 11 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 14  სასწავლო თვე

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე ინჟინერ-ენერგეტიკოსის უშალო  ზედამხედველობით. ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.