ქუთაისი
ელექტროობა
პროგრამის სახელწოდება: ელექტროობა
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,
მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
პროგრამის ხელმძღვანელი: ზაზა პაპიძე
სარეგისტრაციო ნომერი – 07102-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში / Basic Vocational Qualification in Electricity
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია პირს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლოს ელექტრიკოსის სპეციალობისათვის საჭირო ცოდნას, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები და კომპეტენციები, შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; იყოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება
- გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები
- დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
- მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით
- გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები
- წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით
- შექმნას და წარადგინოს პროექტი.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
მოტივაციური გასაუბრება
სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 52 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 67 კრედიტი.
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 11 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 14 სასწავლო თვე
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე ინჟინერ-ენერგეტიკოსის უშალო ზედამხედველობით. ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.