სსიპ კოლეჯის ,,იბერია’ კურსდამთავრებული დევნილი სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს,
რომელიც
- არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული.
- ამავე წლების, სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი.
პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 3 ნივთი, 2 000 ლარის
ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართზე:ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27
ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად
გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .
იხ. განცხადების ფორმა ( დანართი 1)
საგრანტო პროგრამა ( დანართი 2)