სსიპ კოლეჯი “იბერია” აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი

სპეციალობა: ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,სასტუმრო მომსახურება“

  • ოდული: კომუნიკაცია ქართულ ენაზე

პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით ქართული ფილოლოგია, მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი);

სასურველია:

  • მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით ქართული ფილოლოგია (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
  • ფილოლოგიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
  • მოდული: მათემატიკური წიგნიერება

პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა, მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი);

სასურველია

  • მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით მათემატიკა (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
  • მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
  • მოდული: მოქალაქეობა

პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიის, ან სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით, თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული);
  • ბაკალავრის დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა); სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით;

სასურველია

  • მაგისტრანტი ან მაგისტრის დიპლომით ისტორია, არქეოლოგია და თეოლოგია (პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების პირობით);
  • საქართველოს ისტორიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
  • მოდული: მეწარმეობა

პროფესიული მასწავლებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები / ბიზნეს ადმინისტრირება / სოციალური მეცნიერებები მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა);

სასურველია

  • მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები / ბიზნეს ადმინისტრირება / სოციალური მეცნიერებები (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით );
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).
  • მოდული: მეცნიერება და ტექნოლოგიები

პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგიის და/ან გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია / ფიზიკური გეოგრაფია მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა);

სასურველია

  • მაგისტრანტი, ან მაგისტრი სპეციალობით ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია / ფიზიკური გეოგრაფია (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით);
  • ფიზიკის / ქიმიის / ბიოლოგიის / გეოგრაფიის დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით); ექიმი / მედიცინის დოქტორი ( პედაგოგიკასა და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკაში გადამზადების პირობით).

სამუშაო გამოცდილება:  პედაგოგიურ  სფეროში მუშაობის  3  წლის გამოცდილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 27.02.2021წ.

სახელფასო სარგო: 1 ჩატარებული საათის ღირებულება 15 (თხუთმეტი) ლარი.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’;
  • სსიპ კოლეჯის „იბერია“ წესდება;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

  • Microsoft Office Word – კარგი
  • Microsoft Office PowerPoint – კარგი
  • Microsoft Office Excel – კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

  • კარგი გადმოცემის უნარი;
  • დოკუმენტებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს სსიპ  კოლეჯის ,,იბერია’’ ელ. ფოსტაზე – info@iberia.edu.ge

შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტი და სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს.
ვაკანსიის ლინკი: https://cutt.ly/tlzFWZ3 

კონკურსს ჩაატარებს კოლეჯ ,,იბერიას’’ საკონკურსო კომისია.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

საკონტაქტო პირი: ნონა კაჭარავა

ტელ.: 597 599 999

მის: ქუთაისი,

ელ-ფოსტა: info@iberia.edu.ge