ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის – “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET ფაზა 2)” – ფარგლებში, ახორცილებს მცენარეთა დაცვის პროფესიული სწავლების პროგრამის დანერგვას საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია”.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
ბენეფიციარი კოლეჯის ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობების ამაღლება;
მცენარეთა დაცვის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაცია;
პროექტით დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.
დაწყებულია პროექტის მიზნების მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, ამ მიზნით კოლეჯში ჩატარდა პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრები.