2021 წლის 23 აპრილს სსიპ კოლეჯში „იბერია“ გაიმართა პარაოლიმპიური სპორტის სახეობის „ბოჩა“ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ ამერიკის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ასევე პროექტის პარტნიორები არიან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ კოლეჯი „იბერია“ , საქართველოს ბოჩას ფედერაცია და ორგანიზაცია „სენი საქართველო“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქ. ქუთაისში და მის ახლომდებარე რაიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირებას საზოგადობერივ ცხოვრებაში და მოხდეს მათი სპორტულ – საგანმანათლებლო პროცესებში აქტიური ჩართვა. სსიპ კოლეჯი „იბერია“ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული აქტივობისათვის გამოყოს მის საკუთრებაში არსებული სრულად ადაპტირებული სპორტული დარბაზი და სასტუმრო სპეციალურად მოწვეული სტუმრებისათვის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც კოლეჯში მოსწავლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რესოციალიზაციას, ასევე მის გარეთ მყოფ შშმ პირებში კოლეჯის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე.