მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

GIZ-ის სტუმრობა კოლეჯში "იბერია"13 ნოემბერი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაიწყო ერთთვიანი კამპანია, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში, 2019 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ და მასში ვეტერან მორაგბეებთან , ლექსო გუგავასა და ნოდარ ანდღულაძესთან ერთად უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლები . მომავალი იწყება აქ! ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი სხვადასხვა თანამედროვე პროფესიებზე შეაჩერონ. ახალგაზრდები მათი პროფესიული ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციას სადიპლომო პროგრამების საშუალებით განივითარებენ, ხოლო ისინი, ვისაც დუალურ პროგრამაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდება წილად, არა მხოლოდ საჭირო უნარებს შეიძენენ, არამედ მომავალ დამსაქმებელსაც გაიცნობენ” - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილე, იოჰანეს სტრიტმატერი. ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი მომავალს.

 ფოტოგალერეა

 


მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი