მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

გაიგე მეტი პროფესიული განათლების შესახებ

გაიგე მეტი პროფესიული განათლების შესახებ

 

 

 

სიახლე სრულად
26 ნოემბერი 2019

საშემოდგომო მიღება 2019, სწავლა იწყება

სსიპ კოლეჯში "იბერია" საშემოდგომო პროფესიული ტერსტირების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ:
სასწავლო პროცესი დაიწყება ორშაბათს, 2 დეკემბერს!
სსიპ კოლეჯი "იბერია" გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს! 

სიახლე სრულად
22 ნოემბერი 2019

საშემოდგომო მიღება 2019

სსიპ კოლეჯ "იბერიაში" 2019 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად ჩარიცხული აპლიკანტების საყურადღებოდ:

გთხოვთ სასწრაფოდ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

1. პირადი (არასრუწლოვანის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება,

2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის) მოთხოვნის შესაბამისად საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.

4.არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

5.მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში - წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი ვ)

6.ორი ფოტოსურათი 3x4 -ზე;

 

 

სიახლე სრულად
15 ნოემბერი 2019

GIZ-ის სტუმრობა კოლეჯში "იბერია"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაიწყო ერთთვიანი კამპანია, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში, 2019 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ და მასში ვეტერან მორაგბეებთან , ლექსო გუგავასა და ნოდარ ანდღულაძესთან ერთად უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლები . მომავალი იწყება აქ! ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი სხვადასხვა თანამედროვე პროფესიებზე შეაჩერონ. ახალგაზრდები მათი პროფესიული ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციას სადიპლომო პროგრამების საშუალებით განივითარებენ, ხოლო ისინი, ვისაც დუალურ პროგრამაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდება წილად, არა მხოლოდ საჭირო უნარებს შეიძენენ, არამედ მომავალ დამსაქმებელსაც გაიცნობენ” - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილე, იოჰანეს სტრიტმატერი. ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი მომავალს.

 ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
13 ნოემბერი 2019

კოლეჯი "იბერია" ETF ფონდის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

 სსიპ კოლეჯმა „იბერია“ მონაწილეობა მიიღო კონკურსში „უნარები და კვალიფიკაცია-სარგებელი ხალხს“, რომელიც ორგანიზებული იყო  განათლებისა და გადამზადების ფონდის მიერ (ETF). ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქალაქ ტურინში. კონკურსის მთავარი მიზანი იყო უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციების დაუფლების მიზნით განხორციელებული ინოვაციური მიდგომების და მეთოდების შესახებ წარმატებული ისტორიებისა და პრაქტიკის აკუმულირება და გაზიარება. საუკეთესო წარმატების ისტორიები გამოყენებული იქნებოდა მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში. ამრიგად, მიმდინარე წლის მაისში კოლეჯს ესტუმრა გადამღები ჯგუფი იტალიიდან და გადაიღეს დოკუმენტური მასალა კოლეჯის შესახებ.

 ვიდეოგალერეა

სიახლე სრულად
06 ნოემბერი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი