ქუთაისი

ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის ხელმძღვანელი: გოგა შალამბერიძე

სარეგისტრაციო ნომერი: 10112-პ

მისანჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს  კონკურენტუნარიანი  კადრის მომზადება.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
  • დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
  • დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
  • დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
  • განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
  • გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
  • გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
  • შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
  • მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
  2. ტესტი უცხო ენაში (არჩევითი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 60  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 75 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 12 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 15  სასწავლო თვე

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი­პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration