მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“

მისამართი: ქ.  ბაღდათი შოთა  რუსთაველის N112

ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-4

 

 

  • პროგრამის მიზანი:

მიზანია მცენარეთა დაცვის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, რომელიც აცნობიერებს მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული რეგლამენტების  მოთხოვნებს, შეუძლია მცენარეთა დაცვის მეთოდებისა და საშუალებების შერჩევა -გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით, უზრუნველყოფს ხეხილოვანო. მინდვრის, ვაზის,   ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ინტეგრირებულ დაცვას პატარა თუ დიდ ფერმერულ კონვენციურ მეურნეობებში, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებების განხორციელება

 

სწავლის შედეგები:

 

  1. მცენარეთა ძირითადი ორგანოების და მათი ბიოლოგიური თავისებურებების დახასიათება
  2. მცენარეთა მავნე ორგანიზმების ჯგუფების ამოცნობა
  3. მცენარეთა დაცვის მეთოდებისა და საშუალებების შერჩევა -გამოყენება
  4. მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული რეგლამენტების  გაცნობიერება
  5. ხეხილოვანო კულტურების ინტეგრირებული დაცვა
  6. მინდვრის კულტურების ინტეგრირებული დაცვა
  7. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ინტეგრირებული დაცვა
  8. ვაზის ინტეგრირებული დაცვა
  9. მცენარეთა დაცვის ღონისძიებების განხორციელება ბიომეურნეობაში

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია  ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში შეიძინოს კონკრეტული ცოდნა/უნარები სარესტორნო მომსახურების სფეროში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.

სწავლის ხანგრძლივობა: 215 სთ; 15 კვირა.

პროფესიული მომზადების  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ  კურსდამთავრებული მიიღებს  კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც  ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.

„მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის“ პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას

  • მცენარეთა დაცვის სპეციალიტებად ,
  • ფერმერთა მომსახურეობის ცენტრებში,
  • მცენარეთა  დაცვის მაღაზიებში,
  • ფერმერულ მეურნეობებში კონსულტანტებად,
  • აგრეთვე შეძლებენ  თავიანთ კერძო მეურნეობების პროფესიონალურ  დონეზე გაძღოლას

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration