ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის – “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET ფაზა 2)” – ფარგლებში, ახორცილებს მცენარეთა დაცვის პროფესიული სწავლების პროგრამის დანერგვას  საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია”.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

ბენეფიციარი კოლეჯის ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობების ამაღლება;

მცენარეთა დაცვის  მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაცია;

პროექტით დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.

დაწყებულია პროექტის მიზნების მისაღწევად  დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, ამ მიზნით კოლეჯში ჩატარდა  პროექტის  მონაწილეთა სამუშაო შეხვედრები.