სსიპ კოლეჯ “იბერიას” 2019 წლის 24 დეკემბერს “მოსწავლეებში შრომის უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრები გაეცნენ ზოგადად საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას, მიმდინარე სიახლეებს, დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო სახელოსნოები და გაეცნენ კოლეჯის სასწავლო პროგრამებს.