დურგალი

სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება:   დურგალი

განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“

მისამართი: ქ. ქუთაისი ანჯაფარიძის N61

ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-3

პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება დურგლის პროფესიის სფეროსთვის, რომელმაც იცის ხის  დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება,    ესკიზის მიხედვით ხის ნაკეთობათა დამზადება და დამუშავება შრომის  უსაფრთხოების წესების დაცვით,  დაზიანებული ხის ნაკეთობის  შეკეთება.

სწავლის შედეგები:

  1. ხის კარისა და ფანჯრის დამზადება;
  2. კარ-ფანჯარაზე ფურნიტურისა და მინის დაყენება;
  3. კიბის საკონსტრუქტორო ნახაზის მონაცემებისა და მაჩვენებლის დამუშავება;
  4. კიბის დამზდება – მონტაჟი;
  5. ფიცრის იატაკის მოწყობა;
  6. ცალობრივი პარკეტის იატაკის მოწყობა;
  7. იატაკის მოწყობა პარკეტის ფარებით;
  8. ლამინირებული პანელებით (ფარებით) იატაკის მოწყობა
  9. ხის ნაკეთობის დაზიანებების დადგენა;
  10. ხის ნაკეთობის აღდგენითი სამუშაოების შესრულება;

საბაზო განათლება

 

სწავლის ხანგრძლივობა: 290 სთ.   14 კვირა.

პროფესიული მომზადების  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ  კურსდამთავრებული მიიღებს  კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც  ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.

პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას:

    • ხის დამამუშავებელ დიდ და მცირე საწარმოებში;
    • ავეჯის მწარმოებელ სახელოსნოებში;
    • თვითდასაქმება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration