27 მაისს, კოლეჯს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ  ქუთაისის „დამოუკიდებლი ცხოვრების ცენტრის“ თანამშრომლები. საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრის პარალელურად, მოხდა  სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მიერ კოლეჯის უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად ადაპტირებული გარემოს პრაქტიკული მოსინჯვა.

ცენტრის თანამშრომლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კოლეჯში არსებული სერვისების, სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და 2021 წლის მიღებაზე არსებული პროფესიული პროგრამების შესახებ. მონაწილეებმა გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.